
„მალაიზიის ავიახაზები“ დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ შესახებ და მიუთითებს, რომ ლაინერში არა 80, არამედ 3 ბავშვი იმყოფებოდა.
„მალაიზიის ავიახაზების“ განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 154 ნიდერლანდელი, 27 ავსტრალიელი, 43 მალაიზიელი, 12 ინდონეზიელი, 9 ბრიტანელი, 4 გერმანელი, 4 ბელგიელი, 3 ფილიპინელი და ერთი კანადელი.
ამ დრომდე არაა დადგენილი, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო კიდევ 41 მგზავრი.