
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთერტი ლიდერი იგორ გირკინი (სტრელკოვი) უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტასა და კორიდორის შექმნაზე იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფებმა „ბოინგის“ კატასტროფის ადგილზე იმუშაონ.
„არანაირი კორიდორის შექმნა და ცეცხლის შეწყვეტა ამას არ სჭირდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი მოხალისეთა ზურგშია, ღრმად.
საერთაშორისო კომისიის წევრებს შეუძლიათ ჩავიდნენ და ადგილზეც მშვიდად იმუშაონ, მათ ხელს არავინ შეუშლის. ამისთვის არც ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი“, - განაცხადა სტრელკოვმა.