
ლუგანსკის ოლქში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკება ტერორისტებსა და უკრაინის არმიას შორის. ტერორისტები საზენტო დანადგარებს იყენებდნენ, რის შემდეგაც უკრაინის არმიის იმ ნაწილებმა, რომლებიც მეტალისტის დასახლებაში არიან დისლოცირებული, დამხმარე ძალის გაგზავნა ითხოვეს.
შეტაკება 17 ივლისს, საღამოს საათებში დაიწყო. უკრაინის არმიის პოზიციებს ტერორისტები „გრადის“ მეშვეობით უტევდნენ. მსხვერპლისა და დაჭრილთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.