
დონბასში ჩამოგდებული, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing-777-ის ე.წ. შავი ყუთი უკვე ნაპოვნია - ის ბოევიკებმა იპოვეს და წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვში გადააგზავნიან.
ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „ტერორისტებმა უკვე უკვე გამოხატეს სურვილი, დამალონ მომხდარის სრული არსი და ე.წ. შავი ყუთი მოსკოვში გადააგზავნონ“.