
გაერო მზადაა, დააკმაყოფილოს დიდი ბრიტანეთის მოთხოვნა უკრაინაში არსებული სიტუაციის გამნსახილველად უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიოს. განცხადება უკვე გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, სადაც მითითებულია, რომ სხდომა 18 ივლისს შედგება და ის უკრაინაში „ბოინგის“ კატასტროფას მიეძღვნება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ცატარება, რათა კატასტროფის მიზეზები საბოლოოდ დადგინდეს. ამასთან, პან გი მუნმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი კატასტროფის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.