უკრაინის შსს სლავიანსკის ექს-მერის ნელი შტეპას დაკავების შესახებ იტყობინება. შტეპა ხარკოვის პოლიციაშია გადაყვანილი, სადაც მისი დაკითხვა დაიწყო.
შტეპას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჩადენა, ამასთან, მიმდინარეობს ძიება სლავიანსკისა და სლავიანსკის რაიონის ტერიტორიაზე ტერორისტების მიმართ ხელშეწყობის ბრალდების დასამტკიცებლად.