
ისრაელის ქალაქებზე "ჰამასის" ტერორისტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შემდეგ ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა. შედეგად 27 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, ტერორისტთა ერთერთი ლიდერიცაა.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 9 ივლისის ღამის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორში 160 ობიექტზე განახორციელეს წერტილოვანი დარტყმები.
იმავდროულად, "ჰამასის" ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა. რაკეტების ძირითადი ნაწილის გაუვნებელყოფა ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებმა მოახერხა.