
სკანდალური ჟურნალისტი, ანტიუკრაინული საქმიანობით გამორჩეული ოქსანა შკოდა სლავიანსკთან დაიღუპა, როცა ტერორისტების მხარეს იარაღით ხელში იბრძოდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ოქსანა შკოდა ვიქტორ იანუკოვიჩის შტაბში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ვიქტორ მედვედჩუკის ორგანიზაცია „უკრაინსკი ვიბორთან“ თანამშრომლობდა.
დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე შკოდა სლავიანსკში ჩავიდა, სადაც ტერორისტთა მეთაურთან იგორ გირკინ-სტრელკოვთან თანამშრომლობდა.