პრორუსმა ტერორისტებმა და ბოევიკებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტი და ოპერატორი. - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ჟურნალისტები თავს კარგად გრძნობენ.
ანასტასია სტანკო და ილია ბესკოროვაინი ტერორისტებმა მძევლად იყვანეს, როცა ეს უკანსკნელნი რეპორტაჟს ამზადებდნენ. ჟურნალისტები "საზოგადოებრივ ტვ"-ში მუშაობდნენ. "არც გვცემდნენ და არც გვაწამებდნენ, მხოლოდ გვემუქრებოდნენ", - ამბობს ანასტასია სტანკო.