უკრაინის არმიისა და ტერორისტთა დანაკარგები და საერთო სიტუაცია - 2 ივლისის მონაცემები

Image

უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან მიმართებაში არსებულ მონაცემებს აქვეყნებს და 2 ივლისისთვის არსებულ შედეგებს აჯამებს „ინფორმაციული წინააღმდეგობის ფრონტის“ ლიდერი დიმიტრი ტიმჩუკი.

 

ეყრდნობა რა ოფიციალურ მონაცემებს, ტიმჩუკი წერს, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებიდან 2 ივლისამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების 200 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 619 კი დაიჭრა. ამ დრომდე ტერორისტთა ტყვეობაში რჩება 29 სამხედრო მოსამსახურე.

 

მძიმეა სურათი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის კუთხითაც: მხოლოდ დონეცკის ოლქში ამ პერიოდში 160 მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის, ბავშვებიც.

 

მიმდინარე ამბები ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონიდან:

 

2 ივლისს „იზვარინოს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ფუგასურ ნაღმზე აფეთქდა უკრაინელი ძალოვნების ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მოგვიანებით ტერორისტებმა ამ პუნქტის მისამართით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ტიმჩუკი წერს, რომ ბოევიკები ასე ადვილად არ დათმობენ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის მისადგომებს, რადგან კარგად ესმით, რომ ამ ხაზის მოშლა დონბასში ტერორიზმის აღკვეთის მაუწყებელი იქნება.

 

მისივე თქმით, როგორც კი უკრაინელი ძალოვნები ამყარებენ კონტროლს ბოევიკების ატიურობით გამორჩეულ სასაზღვრო ზონაში, ისინი იწყებენ პერიმეტრის დანაღმვას და სასაზღვრო პუნქტების საარტილერიო დამუშავებას, რის გამოც ტიმჩუკი მიიჩნევს, რომ საზღვრის ზოლისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.

 

ტიმჩუკის თქმით, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა: მხოლოდ 1 ივლისის მონაცემებით, ძალოვნებმა დარტყმები მიაყენეს 120 ობიექტს, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებული და ეს მოხდა დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ იმ ობიექტებზე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იმყოფებოდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !