
"სამხრეთ-დასავლეთის პრესცენტრში" პირდაპირი ჩართვის დროს სლავიანსკის მოხალისეთა ლიდერის ვიაჩესლავ პონომორიოვის ყოფილმა პრესმდივანმა სტელა ხოროშევამ განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმია, პრაქტიკულად, განადგურებულია და მხოლოდ ერთ დღეში 1000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.
სტელა ხოროშევამ განაცხადა, რომ არმია დემორალიზებულია და დახმარებას საჭიროებს, ხოლო ოფიციალური კიევის მიერ დაწყებულ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ახალ ფაზას "სადამსჯელო ოპერაცია" უწოდა. მისი თქმით, "კიევის ხუნტის" არმიამ "გარდის" სისტემის რაკეტები დაუშინა სლავიანსკს, ასევე, ჰაერიდან დაბომბა პოზიციები.
ამავე დროს, უკრაინული მედია წერს, რომ სლავიანსკის მორგი ტერორისტთა ცხედრებით გადავსებულია და მორგებად უკვე მიტოვებული შენობების სარდაფებს იყენებენ.