„თავგანწირვა და დისციპლინა არამხოლოდ წინახაზზე, არამედ ზურგშიც. დიდება უკრაინას!“

Image

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართვაში უკრაინის მოსახლეობისადმი ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, ტერორისტებმა საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვიტეს.

 

პეტრე პოროშენკო მიმართვაში ხაზს უსვამს, რომ უკრაინის არმია, უკრაინელი ხალხი არავის მისცემს ნებას, ქვეყანა ნაწილებად დაჰყოს.

 

„ჩვენ შევუტევთ და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. ცეცხლის შეწყვეტის ვადის არგაგრძელება ჩვენი პასუხია ტერორისტებისადმი, ბოევიკებისადმი და მაროდიორებისადმი.  პასუხია ყველასადმი, ვინც დასცინის მშვიდობიან მოსახლეობას, ვინც რეგიონის ეკონომიკის პარალიზებას ახდენს, ვინც ჩაშლის საფრთხის წინაშე აყენებს ხელფასის, პენსიების, სტიპენდიების გაცემის პროცესს, ვინც აფეთქებს რკინიგზას და ანგრევს წყალსადენებს, ვინც მოსახლეობას მშვიდი ცხოვრება წაართვა.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, სხვა დანაყოფები, არასდროს მისცემენ თავიანთ თავს უფლებას, გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ისინი არასდროს დაარტყამენ საცხოვრებელ კვარტლებს.

 

უკრაინელი ჯარისკაცები და გვარდიელები ისევ თავიანთი სიცოცხლით გარისკავენ, რათა არ დაუშვან ძალადობა და მუქარა ქალების, ბავშვების, მოხუცების მიმართ, ყველას მიმართ, ვინც ცხოვრობს დონბასში და უკანონოდ არ აუღია ხელში იარაღი.

 

ყველას, ვინც იარაღი აიღო კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ გააცნობიერა თავისი შეცდომა, მე, უკრაინის პრეზიდენტი ვაძლევ ხელშეუხებლობის გარანტიას, მხოლოდ ერთი პირობით: ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი.

 

ძვირფასო თანამემამულეებო!

 

გზა მშვიდობისკენ იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. არ მინდა, სინამდვილე შევალამაზო - წინ მძიმე და რთული პერიოდი გველის.

 

ახლა ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა შევდუღაბდეთ უკრაინის დასაცავად. ეს მოითხოვს თავგანწირვასა და დისციპლინას არამარტო წინახაზზე, არამედ ზურგშიც.

 

მაგრამ ჯერ არ ყოფილა არცერთი ომი, რომელსაც მშვიდობა არ მოჰყოლია. ასე იქნება ამჯერადაც.

 

დიდება უკრაინას!“, - წერია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში.

 

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის ორიგინალი, სრული ტექსტი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !