-
2014-07-01 17:29
ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი ფაზის დაწყების შესახებ პეტრე პოროშენკოს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აქამდე პოროშენკო პირდაპირ არ ყოფილა დაკავშირებული უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან, ახლა კი მისი განახლება საკუთარ თავზე აიღო.
ვლადიმირ პუტინმა იმ საფრთხეზე გააკეთა აქცენტი, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას ემუქრება: "არაა აუცილებელი, ისინი რუსები იყვნენ, მე ვგულისხმობ ყველა ადამიანს, რომელიც თავს დიდი რუსული სამყაროს ნაწილად თვლის. რასაკვირველია, რუსეთი ისევ გააგრძელებს თავისი მოქალაქეების დაცვას, მიუხედავად იმისა, ისინი იქნებიან რუსეთის ფარგლებს გარეთ თუ მის შიგნით", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.