
გუშინ უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ოპერატორი ნასტია სტანკო და ილია ბესკოროვაინი ლუგანსკის ოლქში მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ თავად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გავრცელებული ინფორმაციით კი, ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უკანონოდ დააკავეს ლუგანსკის რეგიონში და ახლა ქალაქის ცენტრში, რომელიღაც შენობის სარდაფში იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, ისინი დააკავეს ე.წ. ,,НКВД“-ს, ანუ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომლებმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძრვანელობა და ჟურნალისტები აღშფოთებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და მოუწოდებენ სეპარატისტებს, სასწარაფოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტები ან წამოაყენონ მათი გათავისუფლების სანაცვლო პირობები.