
აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა თურქეთისა და ინდოეთის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმეს.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია სოხუმში 7 და 8 ივნისს გაიმართა. ინფორმაცია აფხაზურმა და რუსულმა მედიამ გაავრცელა. ამ პროცესთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.