
დონეცკის ოლქში სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება: ანტიტერორისტული ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა, განსაკუთრებით მასშტაბური შეტაკებები სლავიანსკთან მიმდინარეობს, სადაც უკრაინის არმიის შეტევაში უკვე ტანკებიც ჩაერთო. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ პრორუსი ბოევიკები აკონტროლებენ.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა შეტევაში ტანკების ჩართვა იმით ახსნა, რომ საჭირო იყო უკრაინის არმიის მიერ დაკავებული პოზიციის გამაგრება, ასევე ალყაში მოქცეული ტერორისტებისთვის იქედან თავის დაღწევის აღკვეთა. ლოკალური შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.