
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს. "უნიანის" ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მესაზღვრეებს უტევენ ჯავშანტრანსპორტიორი და "კამაზის" ტიპის ტყვიამფრქვევიანი ავტომანქანები.
მათ ზურგს უმაგრებს ასევე ასობით "ბოევიკი". შეტევა ხორციელდება "მარინოვკის" გამშვებ პუნქტთან. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაანადგურეს ერთი "კამაზის" ტიპის ავტომანქანა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. შეტაკება ადგილობრივი დროით 16:05 საათზე დაიწყო. საზღვრისკენ მიემართება უკრაინის სასაზღვრო ჯარების რაზმი და შეიარაღებული ჯარები.