
ნემიროვში, (ვინიცკის რეგიონი) უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ერთერთი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ადგილობრივი საიტი Vinnitsa.info მის სახელს ავრცელებს - მოკლული სერგეი ვაკაროვია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგი ნემიროვის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
გარდაცვლილის ცხედარი მის მანქანაში იქნა აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თავში ერთი გასროლით მოკლეს. მიმდინარეობს გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით.
გამოძიების პროცესში უკრაინის შინაგან საქმეTა სამინისტროს, ცენტრალური აპარატი საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართული.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა. არჩევნებში მილიარდელმა პეტრე პოროშენკომ გაიმარჯვა.