
უკრაინული და რუსული მედიით განხილვადი თემა - დაიბომბა თუ არა ლუგანსკის ცენტრი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის მიერ, ამ დრომდე აქტუალურია, თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ შეკითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.
გავრცელდა ვიდეო, რომელსაც ორივე თვალსაზრისის მომხრეები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ, სპეციალისტთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ამ კადრებმა, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ამოცანა ამოხსნა და მასში კარგად ჩანს რაკეტის გასროლის ადგილიც და ტრაექტორიაც - ლუგანსკი ჰაერიდან არ დაბომბილა. ვიდეოსთან ერთად, შეგიძლიათ ნახოთ gif ფაილი.