უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, ლუგანსკისა და ჩრდილოდონეცკის რეგიონის სოფელ ვოევოდოვკასთან დაცხრილული იყო ბლოკპოსტები.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგეტნო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„დაახლოებით დილის 5:00—5:30 საათისთვის ვოევოდოვკასთან განლაგებულ ბლოკპოსტებს ცეცხლი გაუხსნეს“-განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ყუმბარები საცხოვრებელი სახლის ბაღებსა და ბოსტანში მოხვდა. არავინ დაშავებულა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სლავიანსკისთან სპეცოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს.