ყირიმში, შეიარაღებულმა კაზაკებმა ფეხმძიმე ქალი და ცერებრალური დამბლით დაავადებული მღვდლის ქალიშვილი სცემეს.
დილის 8 საათზე, ყირიმში, სოფელ პერევალნოეში, პოკროვის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, შეიარაღებულმა დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც კაზაკების ფორმაში იყვნენ ჩაცმული, კარები შეამტვრიეს და ეკლესიაში შეიჭრნენ.
ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“, კიევის პატრიარქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. თავდამსხმელებმა დაიკავეს ეკლესია და იქ არავის უშვებდნენ. არ შეუშვეს არც ეკლესიის მღვდელმთავარი ივან კატკალო.