-
2014-06-02 02:12
ცნობილი უკრაინული ინტერნეტრესურსის „ცენზორ.ნეტის“ რედაქტორი იური ბუტუსოვი მიესალმება პეტრე პოროშენკოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის, ბენდუქიძისა და სხვა ქართველი რეფორმატორების გუნდიდან მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შესახებ.
„თუ პოროშენკო ამ იდეას დაუყოვნებლივ შეასხამს ხორცს, ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ის ძირეულ გარდაქმნებს დაიწყებს. უკრაინის სახელმწიფო ხელახლაა ასაშენებელი, ქართველებს კი ამის გამოცდილება აქვთ. ისინი რეფორმების პროცესის მიმდინარეობასაც გააკონტროლებენ“.
ბუტუსოვის აზრით, სხვაგავარად უკრაინა ვერ გაუმკლავდება ბიუროკრატიულ ქაოსს: „მთელი ეს ბიუროკრატიული მექანიზმი სანაგვეშია გადასაგდები. ამიტომაც პოროშენკო გამოცდის წინაშე დგას: თუ ის მოიწვევს სააკაშვილსა და მის გუნდს და დაიწყებს რადიკალურ რეფორმებს - უკრაინის ისტორიაში შევა“, - წერს ინტერნეტპორტალის რედაქტორი „ფეისბუქზე“.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29