
აფხაზეთში პროცესები კრემლიდან იმართება, - ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბრძოლა მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის და კრემლი ფსონს მხოლოდ მისთვის სასურველ სიტუაციაზე და არა პერსონებზე დებს.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს არანაირი საბაბი არ მიუცია ოკუპირებული აფხაზეთისთვის, იქ დაწყებული არეულობა ოფიციალურ თბილისს დააბრალოს. ზაქარეიშვილი RTVI-სთან ინტერვიუში იხსენებს, რომ საქართველომ ოთხჯერ დაამტკიცა, რომ აფხაზეთში ძალის გამოყენებას არ აპირებს:
„პირველად ეს იყო მაშინ, როცა ჩვენ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება დავიწყეთ, ამ შეთანხმებას კი დღემდე არ ასრულებს რუსეთი. მეორედ ეს იყო გამყოფ ზოლზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ არ ვემზადებით სამხედრო ძალის გამოყენებისთვის, მესამე, 2010 წელს სტარსბურგში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მეოთხე - 2013 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ არ განაახლებს საომარ მოქმედებსბ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.