-
2014-06-01 07:02
უკრაინული მედია ავრცელებს ყირიმის მაღალმთიანეთში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც თავდაპირველად სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ გაავრცელა. ჟურნალისტი წერს, რომ ფოტოები უკრაინის პატრიოტმა გადსცა და მასზე პრორუსი ტერორისტების წვრთნის ეპიზოდებია ასახული.
"შეიარაღება პირველი თანრიგისაა და, როგორც ჩანს, იარაღი არამხოლოდ რუსულია. მარტო ამერიკული სნაიპერული შაშხანის M110-ის აღნიშვნა რად ღირს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ინსტრუქტორები კავკასიელები არიან", - წერს რომან ბოჩკალა. მისი თქმით, ფოტოები აპრილის ბოლოსაა გადაღებული.