
აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონწილეობის მისაღებად შვედეთში მიემგზავრება. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
შვედეთში მსოფლიო ჩემპიონატი CONIFA-ს ეგიდით ტარდება. ეს სტრუქტურა დაახლოებით 4.500-დე ისეთ საფეხბურთო ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებსაც ფიფა არ აღიარებს.
აფხაზური მედიის ცნობით, შვედეთში მსოფლიო ჩემპიონატი 1-8 ივნისს ჩატარდება.