
სლავიანსკთან პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს - 14 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამ ფაქტის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირს სერგეი ლავროვს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება. სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დროებით შეწყვეტილია.