
ტერორისტები, სლიავიანსკში, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისვრიან. მოსახლეობას შორის არიან დაშავებულები -
ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა.
„სლავიანსკის მოხალისეები იგერიებენ მოწინააღმდეგის შემოტევას, თუმცა ამასობაში იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ე.ი. ტერორისტებისათვის მოწინააღმდეგეები მშვიდობიანი მოსახლეობაა“-განაცხადა სელეზნიოვმა.
მისივე განცხადებით, დასტურდება ინფორმაცია, სლავიანსკში ტერორისტების მიერ საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების მიმართულებით სროლების შესახებ.