
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე აფხაზეთში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება განიხილეს. სად გაიმართა ეს შეხვედრა, ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში არ ახმაურებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, სურკოვისა და ანქვაბის შეხვედრა გუდაუთაში შედგა. ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაში ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბაც მონაწილეობდა.
აფხაზეთში არეულობები გუშინ დაიწყო. ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტს მისი, დე -ფაქტო მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოსთხოვა.