-
2014-05-27 13:12
გუშინდელი ბრძოლების შემდეგ დონეცკში, მარიუპოლსა და სლავიანსკში უკრაინის მხრიდან დანკარგი არ არის. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა--იუწყება ცენზორ.ნეტ-ი.
„დონეცკში, მარიუპოლსა და სლავიანსკის აეროპორტებში ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე დღევანდელ ბრძოლებზე არ ვწერ შეგნებულად, ამაზე სამხედრო კორესპოდენტებმა წერონ. იღლები ხოლმე, როცა სულ ომით ცხოვრობ. მტერი დამარცხებულია, დანაკარგი არ გვაქვს და ეს მთავარია. ე.ი. არის დრო ვიფიქროთ მთავარზე“-დაწერა ავაკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ ტერორისტები შეეცადნენ აეღოთ დონეცკის აეროპორტი, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინელმა სამხედროებმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ამჟამად დონეცკის აეროპორტს მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. წინასწარი ინფორმაციით ტერორისტებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგეს.