-
2014-05-27 12:58
გუშინ დონეცკში, "კამაზის" აფეთქების დროს დაღუპული ტერორისტების ცხედრები მორგში გადაიტანეს. მათი ამოცნობის პროცედურა დაწყებულია. კადრებს "ლაიფნიუსი" ავრცელებს.
რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არაა მიზანშეწონილი 16 წლამდე და არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პირდაპირი სარაკეტო გასროლით უკრაინის ავიაციამ "კადიროველი" ჩეჩნების "კამაზი" ააფეთქა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დონეცკის აეროპორტის ტერმინალში გამაგრებული ტერორისტების წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადამწყვეტი იერიში მიიტანეს და მასში ავიაციაც ჩართეს.