დონეცკის აეროპორტს, რომელსაც ტერორისტები აკონტროლებდნენ, უკრაინის სამხედრო ავიაციამ შეუტია. წერტილოვანი დარტყმების შედეგად განადგურდა ტერორისტთა რამდენიმე ბლოპოსტი.
სიტუაციას აეროპორტთან უკვე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მხოლოდ დონეცკთან გასულ დღე-ღამეში 30-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს, 20-ზე მეტი კი დაიჭრა.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების მიმართულებით 40-დე "კამაზი" დაიძრა, რომლის ბორტზეც "ბოევიკები" არიან. უკრაინის არმიამ მიიღო პირდაპირი მითითება, მათი მხრიდან შემოჭრის მცდელობის შემთხვევაში გახსნას გამანადგურებელი ცეცხლი, მათ შორის, ავიადარტყმების გამოყენებით. მიღებულია ასევე მითითება: "შეგიძლიათ არ აიყვანოთ ტყვეები".