უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, ე.წ. „ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკის“ მეთაურის ვალერი ბოლოტოვის ქმედება- ტერორისტული ორგანიზაციის მცდელობის შექმნის კვალიფიკაციად შეაფასა.
უკრაინის პროკურატურის განყოფილებამ, ამის დამადასტურებელი საკმარისი დამამტკიცებელი მასალები მოიპოვა. ამის შესახებ "Интерфакс-Украина" იუწყება.
ასევე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება დაიწყო ლუგანსკის რეგიონში კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და მათ მიერ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების დროს, დივერსიული მოქმედებების მოწყობის მუქარისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა მასიურ განადგურებას, სახელმწიფოს შესუსტებასა და საზოგადოებრივ პოლოტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას - აცხადებენ პროკურატურაში.
აღნიშნულ საქმეზე 6 პირი ეჭვმიტანილია, 5-ზე გაცემულია ბრძანება დაკავების თაობაზე. განიხილება აგრეთვე ფაქტი იური ივაკინის, ე.წ. „ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრად არაკანონიერად დანიშვნის შესახებ.
შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. „ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკის“ მეთაურმა ვალერი ბოლოტოვმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებს და ამისთვის ძალასაც გამოიყენებს.