
ფოტოზე ჩეჩენი ბავშვების ცხედრებია გამოსახული, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საჰაერო დაბომბვის დროს, ჩეჩნეთში ომის მეხუთე წლისთავზე, 2004 წლის 9 აპრილს დაიღუპნენ.
ფოტო ორგანიზაცია „მემორიალის“ არქივიდანაა. ამ დღეს მოზდოკიდან აფრენილმა რუსულმა გამანადგურებლებმა ჩეჩნეთში ვედენოს რაიონის დასახლება რიგაჰო დაბომბეს.
დასახლებაში მცხოვრები დამაევების სახლს ბომბი მოხვდა და დედასთან, 29 წლის მაიდატთან ერტად დაიღუპნენ: 5 წლის ჟანატი, 4 წლის ჟარადატი, 2 წლის ომარ-ჰაჯი და მათი 9 თვის ტყუპი დები - ზარა და ზურა.
შემთხვევითობის წყალობით გადარჩნენ ოჯახის უფროსი, ომარ-ალი და მისი 7 წლის ვაჟიშვილი. მამა დაბომბვის დროს საგვარეულო სასაფლაოზე იმყოფებოდა, 7 წლის ომარი კი მეზობელ დასახლებაში, სამეცადინოდ იყო წასული.