
დონეცკის ოლქში მომუშავე რუსმა ჟურნალისტმა მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლოა, დონეცკის ოლქში გატაცებული იქნა „Новая газета"-ს ჟურნალისტი პაველ კანიგინი.
ამის შესახებ რადიოსადგური Эхо Москвы იუწყება. გუშინ ღამე მან თავის რამდენიმე კოლეგას სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა „მომიტაცეს, დარეკეთ მოსკოვში“.
როგორც Эхо Москвы-ის ინტერნეტ საიტის კორესპოდენტი ილია აზარი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, არსებობს ვერსია, რომ კანიგინის კოლეგამ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 1000 დოლარი გადაიხადა, თუმცა ჟურნალისტის ტელეფონი ამ დრომდე გათიშულია“ .
გამომცემლობა „Новая газета"-ს ხელმძღვანელობა, ჟურნალისტ პაველ კანიგინის გატაცების ფაქტზე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.