
„მე უარს ვამბობ ქორეპისკოპოსობაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. თუმცა ვრჩები ეპარქიაში.“ - განაცხადა ეპისკოპოსმა
ეკლესიაში დიდი განხეთქილებაა. მხარეებად დაყოფილი საეკლესიო პირები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. არსებული კრიზისის ფონზე რთულია ტყუილ-მართალის გარჩევა. სკანდალის ეპიცენტრში მეუფე იაკობი აღმოჩნდა, რომლის განცხადებამაც მთელი ქვეყანა შეძრა.
მეუფე იაკობი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლება მას აიძულებდა საქართველოს პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩა“, თანამდებობიდან გადადგა.
„მე უარს ვამბობ ქორეპისკოპოსობაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. თუმცა ვრჩები ეპარქიაში.“ - განაცხადა ეპისკოპოსმა
მისი გამოსვლისას გამოყენებული ბილწი სიტყვებისა და უხეშობისთვის მან ბოდიში მოიხადა და ხაზი გაუსვა თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებას.