-
2016-04-04 19:28
აზერბაიჯანის ტავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად იტყობინება, რომ ბოლო საათების განმავლობაში მოწინააღმდეგის 12 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა - 170-დე ჯარისკაცი გაანადგურა.
"ბოლო საათების განმავლობაში დაპირისპირების ადგილებზე განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 ერთეული ჯავშანტექნიკა, ლიკვიდირებულია 170 სამხედრო მოსამსახურე", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვაგიფ დიარგახლი.
მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე გაანადგურა სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამეთაურო-საშტაბო პუნქტი, რა დროსაც ჯარისკაცები, პოლკოვნიკი და სხვა წოდების ოფიცრები დაიღუპნენ.
ოფიციალური ერევანი უარყოფს ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სომხეთის თავდაცვის უწყება ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გააკეთებს.