
უკრაინის შს მინისტრის რეპლიკას, "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!", რომელიც მან რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოიყენა, უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფი ქართველ პარტიზანთა ნაწილი ეხმიანება.
პარტიზანები არსენ ავაკოვს მიმართავენ, ჩამოვიდეს და თავად იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის, თუკი ქართველები "გასტროლიორებად" მიაჩნია.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს უკრაინის შს მინისტრი და პრემიერმინისტრი დაუპირისპირდნენ. არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს ჭიქიდან წყალი შეასხა (ერთერთი ვერსიით, ესროლა და ჭიქა გუბერნატორს ასცდა).
ქართველი პარტიზანები, რომლებიც ვიდეოში ჩანან, არსენ ავაკოვს აფრთხილებენ, რომ მისი სიტყვებისთვის პასუხს აგებს.