უკრაინაში, ატოს ზონაში, დონეცკის მიმდებარედ, ნაღმზე საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპულ ორ უკრაინელ მებრძოლს შორის ერთი ქართველია.
უკრაინელი პატრიოტების გვერდით დაიღუპა ქართველი მოხალისე ი. ქ.-ია - იქედან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ჯერ არაა ცნობილი დაღუპულის ოჯახის წევრებისთვის, მის ვინაობას „აფხაზეთის ხმა“, ჯერჯერობით, არ ასახელებს.
როგორც უკრაინელი პატრიოტები წერენ, დონეცკის აეროპორტის ძველი ტერმინალიდან უკრაინული პოზიციების მიმართულებით ტანკი ისროდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. პარალელურად, ატოს მონაწილეთა პოზიციები ნაღმმტყორცნებითაც მუშავდებოდა.
ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა. მანქანა ნაღმზე აფეთქდა და ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრანსპორტი წვრილ ნაწილებად დაიშალა.
დაიღუპა ორი, დაიჭრა 7 მებრძოლი. ორმა დაჭრილმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.