
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებების ხმა ისმის. პოლიცია განგაშის გამოცხადების შემდეგ გადანაწილდა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში.
აფეთქებები ცოტა ხნის წინ მოხდა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ობიექტები აფეთქდა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ხუთი ადამიანი დაიჭრა. დამატებით დეტალებს გავრცელებისთანავე გაცნობებთ.