
ამერიკელმა კონგრესმენმა აღწერა, როგორ განამტკიცებს რუსეთი მითს იმის შესახებ, რომ თითქოსდა რუსეთის ჯარის ნაწილები დონბასში არ არიან.
მისი მტკიცებით, დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრებს მობილურ კრემატორიუმებში წვავენ, რათა უკრაინაში მათი ყოფნის კვალი დაფარონ. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა სეტ მოლტონმა „ტვიტერში“ დაწერა.
შეგახსენებთ, მანამდე რუსმა ადამიანის უფლებადამცველმა ელენა ვასილევამ განაცხადა, რომ როსტოვის ოლქში მობილური კრემატორიუმები გაგზავნეს, სადაც რუსეთის არმია აპირებს თავიანთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაწვას.