
სტავროპოლში პოლიციამ 26 წლის რუსი ოფიცერი დააკავა, რომელსაც ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ძალადობა წაუყენეს. გამოძიებამ მომხდარის დეტალები უკვე დაადგინა, სამხედრო მოსამსახურეს სასამართლო პროცესი ელოდება.
6 მარტს, დილის საათებში, სამხედრო მოსამსახურემ სტავროპოლში, ქუჩაში შენიშნა ქალი, გადაუჭრა მას გზა და მისი მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა, რის შემდეგაც მიიმალა, - ნათქვამია ბრალდების დასკვნაში.
ძალადობის ფაქტი სტავროპოლის აგრარული უნივერსიტეტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რაც პოლიციას დანაშაულ;ში ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენასა და მის დაკავებაში დაეხმარა.
სასამართლომ ბრალდებულს უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. სასამართლო პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება.