შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაშლილ ტენდერზე და დაზღვევის გარეშე დარჩენილ უწყების 27 000 თანამშრომელზე ისაუბრეს დღეს კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ და შმაგი ჩოხელმა.
როგორც არასამტავრობო ორგანიზაციის წევრებმა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში განაცხადეს, შსს-ში სამედიცინო დაზღვევაზე ტენდერი ნოემბრის თვეში გამოცხადდა, თუმცა დეკემბრის თვეში ის ჩაშლილად გამოცხადდა. მათივე განცხადებით, ეს იყო 35 მილიონიანი ტენდერი, რომელიც მომსახურებას 27 000 თანამშრომელს და მათ ოჯახებს გაუწევდა.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციტიავის" წევრები ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მოტივად ე.წ. კახური კლანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი იდგეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში 27 000 თანამშრომლისთვის გამოცხადდა ტენდერი, მათი სამედიცინო დაზღვევის შესახებ, ეს ტენდერი ჩავარდა, ტენდერი გამოცხადებული იყო ნოემბერში, აქამდე მიდიოდა ტენდერის მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ სამინისტროს ხელმძღვანელობა, წინასაახალწლოდ 27 000 ადამიანი დატოვა სამედიცინო დაზღევის გარეშე, გარდა იმისა, რომ ეს რა თქმა უნდა პრობლემაა შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ეს არის პრობლემა საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ თუ შს სამინისტროს თანამშრომლები არ იქნებიან აღჭურვილი იმ საჭიროებებით რაც სჭირდებათ ჩვეულებრივ თანამშრომელს.
მათ როგორ შეიძლება იზრუნონ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ტენდერების მავნე პრაქტიკა გრძელდება ხელისუფლებაში, ეს არის კიდევ ერთი ჩავარდნილი ტენდერი , ეს იყო 35 მილიონიანი ტენდერი, საკმაოდ დიდი მოცულობით და ამ ჩაგდებულ ტენდერებზე ჩვენ გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა, ხომ არ იგეგმება პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიმე კომპანიასთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს პრეცენდენტები, როდესაც ჩავარდნილი ტენდერების შემდეგ მინისტრები პირდაპირ ხელშეკრულებას დებენ სხვადასხვა კომპანიებთან, მაგალითად მინდა მოვიყვანო განათლების სამინისტროში ჩატარებული ტენდერი, რომელიც ჩავარდა, და ეხებოდა ბუქებს, სადაც პირდაპირი წესით დადეს ხელშეკრულება , სასამართლო დავები გრძელდება, სხვა კომპანიები უჩივიან სამინისტროს და ზუსტად იგივე ბრალდებაზე არიან დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებში და ეს პრეცენდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრობლემაა ძალიან დიდი ხელისუფლებაში. ამ ტენდერის ჩაგდების ერთ-ერთი მიზეზი , შეიძლება იყოს, "კახური კლანის" ჩამოცილება ხელისუფლებიდან და შესაბამისად ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი კომპანიების გაყვანას ამ ტენდერებში და ჩვენი აზრით ტენდერების ჩაშლა ამას უკავშირდება.
ახლა ჩვენ გადაჭრით არ შეგვიძლია, ბრალდება წაუყენოთ, რომელიკე კერძო პირს ან კომპანიას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსანს, თუმცა იმ ტენდენციებს თუ დავაკვირდებით რაც მიმდინარეობს ამ ტენდერებთან დაკავშირებით ცხადია, რომ აქ არის რაღაც ერთი კლანის ინტერესი, რადგანაც მოცულობა 35 მილიონი ძალიან დიდი თანხაა ერთი ტენდერისთვის , კითხვებს აჩენს და ეს კითხვები, ისევ იმ "კახურ კლანს" უკავშრდება",-განაცხადა ლაშა ფარულავამ.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელის შმაგი ჩოხელის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს არაერთ უწყებაში ტენდერების ჩაშლით ხელი შეუწყოს მავნე პრაქტიკის გაგრძელებას, რომლის დროსაც ჩაშლილი ტენდერების შემდეგ ხდებოდა პირდაპირი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება რომელიმე კომპანიასთან.
" გვაქვს გონივრული ეჭვი იმისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშრებით ყოფილი პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი არის ჩარეული, რაც კახური კლანი მთავრობის სადავეებს ჩამოაშორეს. ვფიქრობთ, რომ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, პრემიერის ინიციატივითპირდაპირი შესყიდვის წესით რომელიმე კომპანიას მიანიჭებს ჩავარდნილი ტენდერის ტკბილ ლუკმას", - აცხადებს შმაგი ჩოხელი
წყარო: ,,პირველი რადიო"