
უბედური შემთხვევა თიანეთში, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. დაზიანებული ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს.
სამი წლის ბავშვი, რომელიც ეზოში თამაშის დროს უმეთვალყურეოდ დარჩა, სარეცხით სავსე ქვაბში ჩავარდა, სადაც ცხელი წყალი იყო ჩასხმული. შემთხვევიდან ორ საატში პატარა თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეს: მას თერმოქიმიური დამწვრობა სხეულის 35%-ზე აქვს მიღებული, ამ დროისთვის მას ანტიშოკური მკურნალობის კურსი უტარდება.
მედიკოსები აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.