-
2014-05-12 11:38
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საწვავი ისევ გაძვირდა. დღეს დილიდან ზოგიერთი კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე „პრემიუმის“ ხარისხის 1 ლიტრი ბენზინის ფასად 2.32 ლარია მითითებული.
საწვავის ეს ფასია მითითებული, მაგალითად, თბილისში, კომპანია „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. შეგახსენებთ, რომ საწავავის გაძვირებას ეკონომიკის ექსპერტები მაისის ბოლოს ვარაუდობდნენ.
შედარებისთვის: 11 მაისს „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე „პრემიუმის“ ხარისხის 1 ლიტრი ბენზინი 2.27 ლარი ღირდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30