-
2014-05-11 12:51
მოძრაობა "სამხრეთ-აღმოსავლეთის" წარმომადგენლის იური აპუხტინას განაცხადებით, სეპარატისტებმა ხარკოვში ფედერალიზაციასთან დაკავშირებული 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი განაცხადეს.
ინფორმაციას, ამის შესახებ "ლიგა.ნეტ"-ი ავრცელებს. ცნობისთვის, დონეცკში, ხარკოვსა და ლუგანსკში რეფერენდუმი 11 მაისს ერთდროულად უნდა ჩატარებულიყო.
7 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფედერალიზაციის მომხრეებს მოუწოდა, გადადონ რეფერენდუმის ჩატარება და ხაზი გაუსვა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30