ეკა კვალიაშვილი აპირებს, რუს მომღერალს, ლუბა უსპენსკაიას სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსმა მომღერალმა ლუბა უსპენსკაიამ უნებართვოდ აიღო და დღემდე ავტორის დასახელების გარეშე, ასე თავხედურად აკეთებს ფულს ჩემი სიმღერით. კორპორატიულ თუ საიუბილეო კონცერტებზე, რადიოს პირდაპირ ეთერში თუ ამერიკაში, ჩემი სიმღერა хочу тебя видеть რეპერტუარში აქვს შეტანილი და უბერავს, როგორც უნდა, დაუსჯელობის სინდრომით, ჩვენი საზღვრებივით. აქ, ვერ და არ აღმოჩნდა პროფესიონალი იურისტი, რომელიც მიაყენებინებს ამ დედაკაცს ერთ ადგილს, ამ უსახურებმა თავზე გადაგვიარეს, თავმოყვარეობა საქართველოში 0. რა კანონები მუშაობს, ეს მოგებული და მტკიცებულებებით გაჯერებული საქმე, რით ვერ დაძარით. ჰოდა, მე ვაჯარიმებ ლუბოვ უსპენსკაიას სერიოზული ჯარიმით. გამომეხმაურეთ ვისაც გაქვთ თავი, რომ გამომყვეთ ბოლომდე!“ - წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში