
ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი, რეჟისორ ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვებთ",
შესრულებული როლისთვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპის 2020 წლის
ამომავალ ვარსკვლავთა ათეულში მოხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ორი წლის წინ, 2018 წელს , იგივე ჯილდოს მფლობელი გახდა ქართველი მსახიობი
ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში — "მძევლები" გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის.