
ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული .
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და
კინემატოგრაფიის კონკურსი ყოველწლიურად, საფრანგეთში, ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის
ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეობდა 144 ფილმი მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო“.
„ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული
აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ
ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე
რიგით 26-ე ფესტივალი წელს 13-16 ივნისს გაიმართება.