
ქართველმა მომღერალმა ეკა დოლიძემ დევიდ ლინჩის ფილმისთვის სიმღერა ჩაწერა.
მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. "
„ღმერთო ჩემო… დღეს დავასრულე სტუდიაში მოღვაწეობა იმ სიმღერაზე რაც ჩავწერეთ ფილმისთვის რომლის
პროდიუსერიც დევიდ ლინჩია?!
seriously… David Lynch!!!!???
ეს ნიშნავს, რომ ჩემი ოქროს საბადო ბენდის ბიჭების დაკრული და ჩემი ხრინწიანი ხმა მალე ჰოლივუდში გაისმება… და კიდევ ამავე ეპიზოდშიც ვიქნებით!!!….
არ მჯერააააააააა“
ფილმს დევიდ ლინჩის პროდიუსერობით ქართველი რეჟისორი, გიგა აგლაძე იღებს, საქართველოში კი ფილმის საფინალო
სცენის გადასაღებად ჩამოვიდნენ.
ცნობილია ისიც, რომ ფილმში მონაწილეობას ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ სთარჯესი იღებს.
მარიამ ნებიერიძე