
ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი წელს 15-22 სექტემბერს ჩატარდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამების ფარგლებში 70-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები.
სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება გამარჯვებული ნამუშევრებიც.
ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.
მარიამ ნებიერიძე